"ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა" წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - ა(ა)იპ.
ინფორმაცია Transcaucasian Doctors' League / ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა-ზე
ა(ა)იპ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა შეიქმნა 2014 წელს, ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, პროფესორის, ევროპის ალერგოლოგთა ასოციაციის წევრის ქ-ნ ბარბარე ბეზარაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. ლიგა აწევრიანებს 3000-მდე ყველა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმს. აგრეთვე, სტუდენტებსა და რეზიდენტებს, რომლებსაც ეხმარება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებაში.
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, უკვე მეცხრე წელია, მუდმივად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და ატარებს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო საქველმოქმედო გასინჯვებს, სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარულ დახმარებებს, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად. ლიგის ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უფასო სამედიცინო მომსახურეობა გაეწია დაახლოებით 357 000 ადამიანს, მათ შორის სასაზღვრე ზოლშიც.
ლიგის ხელმძღვანელობა, მუდმივად ატარებს ტრეინინგებს ადგილობრივი მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების და მათთვის სამედიცინო სიახლეების გაზიარების მიზნით. ხელს უწყობს ექიმებს,ექთნებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დონის ამაღლებაში, დასაქმების ხელშეწყობაში.
დღევანდლამდე, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა , რეგიონში, კვალიფიკაცია აიმაღლა 3000-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა.
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი შეზრუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,
მაგალითად: ,,აქტივობა-ცვლის“;,,ერთმანეთისთვის“ და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლიგის ხელმძღვანელობა ასევე ყოველწლიურად ატარებს გრანდიოზულ ღონისძიებებს, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო მედიკოსების გამოსავლენად და მათ შორის ყველაზე ღირსეულებს, აჯილდოებს სხვადასხვა ნომინაციით.
ლიგის აქტივი, მუდმივადაა ჩართული, ქვეყნის ჯანდაცვის მიმართულებების განვითარებასა, ინოვაციების დანერგვის და პოპულარიზაციის ხელშეწყობაში.
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა, მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ქვეყნის მოწინავე კლინიკების ხელმძღვანელებთანაც(მაგ: თურქეთის, ყაზახეთის, ისრაელის, სასომხეთის, აზერბაიჯანის და სხვ).ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო სიახლეების დროულად შემოტანის და ჩართულობის უზრუნველსაყოფად.