,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა“ უკანასკნელი 9 წლის მანძილზე მუდმივ რეჟიმში სტუმრობს,საქართველოს სხვადასხვა რეგიონს,სადაც ატარებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო საქველმოქმედო გასინჯვებს, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარულ დახმარებებს, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად. ლიგის ხელმძღვანელობითა და
ინიციატივით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უფასო სამედიცინო მომსახურეობა გაეწია დაახლოებით 357 000 ადამიანს, მათ შორის სასაზღვრე ზოლშიც. ლიგის ხელმძღვანელობა, მუდმივად ატარებს ტრეინინგებს ადგილობრივი მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების და მათთვის სამედიცინო
სიახლეების გაზიარების მიზნით. ხელს უწყობს ექიმებს, ექთნებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დონის ამაღლებაში, დასაქმების ხელშეწყობაში.